

გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება
თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება გაიმართება
2025 წლის 30 მაისს თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართება.
ღონისძიების მთავარია მიზანია გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ღირებულებების წარმოჩენა, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანი და ცხოვრებისეული ყოველდღიურობის ნაწილი იყო.
გიორგი ტუხაშვილი წარმატებული ქართული სტარტაპის — Kernel-ის თანადამფუძნებელი, სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი იყო და, ზოგადად, ის გახლდათ ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებელი. სამწუხაროდ მისი სიცოცხლე 35 წლის ასაკში შეწყდა, თუმცაღა მან მოასწრო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა ქართულ სამეწარმეო სივრცეში.
რას გულისხმობს წლევანდელი გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება?
წლევანდელი ღონისძიების თემატიკა იქნება გიორგის ერთ-ერთ გამორჩეული თვისება: გიორგი როგორც ანტრეპრენერი. 2025 წლის დაჯილდოებაზე იქნება 4 ნომინაცია , რომელთაგანაც გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. ნომინაციებია:
🏆 Ecosystem Hero
🏆 Boldest Startup
🏆 Super Connector
🏆 Growth Catalyst
📅 დღის წესრიგი:
18:00 – მიღება და ნეთვორქინგი
18:30 – გახსნა და დოკუმენტური ვიდეოს ჩვენება გიორგის შესახებ
19:00 – პანელი გიორგის შესახებ
19:40 – დაჯილდოების ცერემონია
20:00 – ნეთვორქინგი
სიახლეებისთვის გამოგვყევით ჩვენს სოციალურ გვერდებზე: